07:25 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-18 13:52:12, 429 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე ნიკა მელიას საქმეზე - სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო მიიღებდა

სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო მიიღებდა, თუ მის სახელმწიფოებრივ კონსტიტუციურ ინსტიტუტებზე ძალადობრივ შეტევას ექნებოდა ადგილი“, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის გამოტანილ სასამართლო განაჩენს.

როგორც მან ბიუროს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, კანონის უზენაესობა არის ერთადერთი მყარი საფუძველი, რათა მომავალში სტაბილური სისტემა გვქონდეს.

„გუშინ დასრულდა სასამართლო ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით, სადაც რეალურად ადგილი ჰქონდა სახელმწიფო და კონსტიტუციურ ინსტიტუტებზე თავდასხმას, მის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას. ჩვენ მივიღეთ ამაზე უკვე გადაწყვეტილება, რომ მოგვეხსნა პარლამენტის წევრისთვის იმუნიტეტი, მივეცით პროკურატურას თანხმობა, რომ მიემართა სასამართლოსთვის. სასამართლომ განიხილა გუშინ ეს საქმე და მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ვფიქრობ, რომ ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო მიიღებდა, თუ მის სახელმწიფოებრივ კონსტიტუციურ ინსტიტუტებზე ძალადობრივ შეტევას ექნებოდა ადგილი.

ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს დემოკრატიულ სახელმწიფოებში, რომ რადიკალურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა თუ პოლიტიკოსებმა სცადეს შეტევა კონსტიტუციურ ინსტიტუტებზე. რა თქმა უნდა, ეს ყველგან სრულდება იმ ტიპის გადაწყვეტილებებით, რაც საქართველოში იქნა მიღებული. შესაბამისად, კანონის უზენაესობა არის ერთადერთი მყარი საფუძველი, რომ მომავალში ჩვენ გვქონდეს სტაბილური სისტემა და პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის ისეთი სამართლიანი წესები, სადაც შეთანხმება არსებობს, რომ მხოლოდ საარჩევნო ყუთის გავლით და არა მისი გვერდის ავლით არის შესაძლებელი ქვეყანაში ცვლილებების მიღწევა. სწორედ ამ სულისკვეთებით იხელმძღვანელა პარლამენტმა, როდესაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics