06:30 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-18 11:52:41, 576 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებ ნიკა მელიას, დაემორჩილოს კანონს, წანააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება დააპატიმრებს

 მოვუწოდებ ნიკა მელიას დაემორჩილოს კანონს, წანააღმდეგ შემთხვევაში ხელისფულება დააპატიმრებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისსში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას არგუმენტები, ნიკა მელიას მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით, არ იყო საკმარისად გამყარებული არგუმენტებით.

„როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, გიორგი გახარია იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი, სამწუხაროა, რომ მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.

ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკანორ მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას ჰქონდა გუდის სხვა წევრბისგან განსხვავებული პოზიცია ამ საკითხზე, თუმცა არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ.

ქვეყანა, სადაც არ არის უზრუნველყოფიი კანონის აღსრულება, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მას დამნაშავეები ასეთი უხეში გმოწვევის წინაშე აყენებენ, ვერ შედგება როგორც სახელმწიფო. უფრო მეტიც, სწორედ კანონის სათანადოდ არ აღსრულებაა ის, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ რადიკალიზაციასა და პოლარიზაციას ქვეყანაში.

ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა მყარად და მკაცრად დავიცვათ სახელმწიფოს ღირსება. პრემიერ-მინისტრის გადადგომის ფონზე, შს მინისტრმა მიიღო სრულიად ლოგიური გადაწყვეტილება, ნიკა მელის პროცესის დროებით გადადების შესახებ.

ახლა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყურადღება მთლიანადაა კონცენტრირებული ახალი მთავრობის ფორმირებაზე, მოვუწოდებთ ნიკა მელიას დაემორჩილოს კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics