2021-02-18 11:49:08, 424 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, სავარაუდოდ, ხვალ დაასახელებს
პოლიტსაბჭო ხვალ შეიკრიბება და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„სავარაუდოდ, უკვე ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ხვალ მიიღება გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს თანამდებობა დატოვა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან