|
2015-10-06 17:50:19, 450 ნახვა
პოლიტიკა
მაია ფანჯიკიძე: არ მაქვს განცდა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ყველაფერი ისე კეთდება, როგორც ამას ევროკავშირი ითხოვს
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, არ აქვს განცდა, რომ მიგრაციის, ტრეფიკინგის, თავშესაფრის პოლიტიკისა და კორუფციის მიმართულებებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით, ქართული მხარის მიერ ყველაფერი ისე კეთდება, როგორც მას ევროკავშირი ითხოვს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ფანჯიკიძე ფიქრობს, რომ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის რიგით მე-4 ანგარიშში დადებითი შეფასება იქნება და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი დამაკმაყოფილებლად ჩაითვლება. "სულ ახლახანს იყო შემფასებელი მისა ჩამოსული. მათ 5 დღე იმუშავეს. რამდენადაც ვიცი, ძალიან დაწვრილებით გაეცნენ ყველაფერს და არც ერთი დასკვნა ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, რადგან 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნდეს შედეგები. ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამ ამ მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში გაკეთდა, მათ შორის ჩვენ, როდესაც "თავისუფალი დემოკრატები" ვიყავით მთავრობაში, ჩვენი ძალისხმევითაც ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით. იყო დარჩენილი რამდენიმე პუნქტი. მაგალითად, მიგრაცია, ტრეფიკინგი, თავშესაფრის პოლიტიკა და ნახსენები იყო კორუფციაც იმ შეუსრულებელ პუნქტებს შორის, რომელზეც ამახვილებდა ყურადღებას მესამე შემფასებელი მისია. თუ რამდენად არის ეს ყველაფერი აღმოფხვრილი მეოთხე მისიის აქ ყოფნის დროს, ამაზე მე სამწუხაროდ, კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ, რადგან არ ვიცი, რა იყო ის რეკომენდაციები და შენიშვნები, რომელიც არის, ან იქნება, როდესაც დეკემბერში მოხსენება გამოქვეყნდება. ვფიქრობ, გარკვეულწილად ტექნიკური მხარე იქნება დამაკმაყოფილებელი. არ გამოვრიცხავ, რომ იყოს სხვადასხვა სახის რეკომენდაციები, იმიტომ, რომ მოთხოვნები მუდმივად იზრდება და ჩვენს მიმართ მოთხოვნები საკმაოდ მაღალი იყო ამ პროცესში. ეს არ შენელდება. არ გამოვრიცხავ, რომ იყოს რეკომენდაციები და შენიშვნები, მაგრამ იმედი მაქვს და მოლოდინი, რომ საბოლოო ჯამში იქნება დადებითი შეფასება მეოთხე მისიის შემდეგ. თუმცა ამ მიმართულებებით, რომლებიც ჩამოვთვალე, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე და პოლიტიკოსი აკვირდება მიმდინარე მოვლენებს, არ მაქვს იმისი განცდა, რომ ყველაფერი ისე კეთდება, როგორც ეს ევროკავშირის მოთხოვნებშია. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია ის, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა იცოდეს, პრინციპულად მნიშვნელოვანია, საქართველომ მიიღოს უვიზო მიმოსვლა ევროპასთან. ეს არის ერთ-ერთი მთავარი რამ, რასაც მოსახლეობა მოითხოვს ამ მთავრობისგან", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და აქვე დასძინა, რომ იმისათვის, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილება სწრაფად და საქართველოს სასარგებლოდ იქნას მიღებული, საჭიროა ძალიან ინტენსიური დიპლომატიური მუშაობა. მაია ფანჯიკიძე ქართული მხარის მიერ ამგვარ მუშაობას ვერ ხედავს. "ტექნიკური შეფასების შემდეგ, იქნება უკვე პოლიტიური გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ მიღებული-მოგვცენ თუ არა უვიზო მიმოსვლა. იმისათვის, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული იყოს სწრაფად და საქართველოს სასარგებლოდ, ამისათვის საჭიროა ძალიან ინტენსიური და სერიოზული მუშაობა. ამას ვერ ვხედავ. ვერც იმას, რომ პასუხისმგებელი პირები მოგზაურობდნენ ევროკავშირის დედაქალაქებში, მუდმივად აწარმოებდნენ კონსულტაციებს თავიანთ კოლეგებთან იმისათვის, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მიღებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ. აქ მიმაჩნია, რომ უფრო სერიოზული პრობლემები გვაქვს, ვიდრე ტექნიკური მხარის შესრულების კუთხით, სადაც, სავარაუდოდ, ხარვეზები იქნება, მაგრამ შეიძლება საბოლოო ჯამში, გაკეთებულმა გადაწონოს გასაკეთებელი და შესაბამისად, არ იყოს უარყოფითი დასკვნა", - განუცხადა მაია ფანჯიკიძემ "ექსპრესნიუსს" ინფორმაციისთვის, საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში 28 სექტემბერს 4 დღიანი ვიზიტით საქართველოს ევროკავშირის შემფასებელი მისია ეწვია და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები შეაფასა. საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რიგით მე-4 ანგარიში მიმდინარე წლის 15 დეკემბერს გამოქვეყნდება, რის შედეგადაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი დასრულდება. არსებული პროცედურის თანახმად, ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპის პარლამენტს, საქართველოს მოქალაქეთათვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ, რის შემდეგაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მიღებულ უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში (+ შენგენის 4 კანდიდატი ქვეყანა: რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი) უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)