2021-02-17 23:53:31, 426 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო, ხელისუფლებასა და ოპოზიციას, სასამართლო გადაწყვეტილების ფონზე, თავშეკავების გამოჩენისკენ მოუწოდებს
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას „ტვიტერის“ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.
აშშ-ის საელჩო საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას თავშეკავების გამოჩენისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ძალადობა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობის ძირის გამოთხრის მსურველებს აძლევს ხელს. არსებული ვითარება უნდა გადაიჭრას მშვიდობიანად.“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან