10:38 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-17 17:56:35, 493 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - სააკაშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით იჭერს მისი პარტიის ლიდერს

მიხეილ სააკაშვილი, წაქეზებით და საკუთარი გადაწყვეტილებით იჭერს მისი პარტიის ლიდერს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის, აღკვეთის ღონისძიება ვერ დამძიმდება.

„მიხეილ სააკაშვილი, წაქეზებით და მისი გადაწყვეტილებით იჭერს დღეს მისი პარტიის ლიდერს, თუ სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს. რეალურად ჩვენ, ყველას ერთად გვაქვს დასკვნების გამოტანის საშუალება, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანზე მთელ მსოფლიოში დამოკიდებულია ბედი აღკვეთის ღონისძიებისა, რომელიც ვერ დამძიმდება ვერც ერთ ვარიანტში. ასეთი შემთხვევა არ არსებობს, თუ ელემენტარულად გირაოს გადაიხდის მელია და კანონს დაემორჩილება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლაზე მსჯელობენ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალ არაბია: აშშ და ირანი ურანის გამდიდრების დონეზე შეთანხმდნენ.
უკრაინამ ნოვგოროდის ოლქში მდებარე საავიაციო ქარხანას შეუტია, რომელიც სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებს ემსახურება
როიტერი: რუსეთმა და უკრაინამ პირადად გამოხატეს მზადყოფნა ტერიტორიული გაცვლისთვის
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics