|
2015-10-06 16:25:49, 663 ნახვა
ეკონომიკა
ემზარ ჯგერენაია: „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილება სამართლიანია, თუმცა დაგვიანებული
კომპანია "ყაზტრანსგაზის" გადაწყვეყილებას, ინვესტიციების დაბრუნებასთან დაკავშირებით სამართლიანად მიიჩნევს ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი ემზარ ჯგერენაია. მისი თქმით, ხელისუფლება მათ საქმიანობაში უხეშად ჩაერია და 2009 წელს კომპანიის მმართველის დანიშვნით უცხოელი ინვესტორის უფლებები დაარღვია. „ყაზტრანსგაზის" პრეტენზია ძალიან მოულოდნელი იყო და ერთის მხრივ სამართლიანიც, რადგან ძალიან სწრაფად ჩაოაშორეს მმართველობას 2009 წელს „ყაზტრანბსგაზ -თბილისის“ სპეციალური მმართველი. თუმცა ეს პრეტენზია დიდი ხნით ადრე, 6 წლის წინ უნდა ეთქვათ. ახლა ამის თქმა ცოტა უხერხულია. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებით, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალური მმართველის დანიშვნით მოხდა ხელისუფლების მხრიდან უხეში ჩარევა. ყველაფერი სამართლებრივი გზით უნდა გაირკვეს. ხელისუფლების ქმედება მოლაპარაკებებით შესაძლოა გამოსწორდეს, მათ ამის სურვილი აქვთ“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ემზარ ჯგერენაიამ. კომპანია „ყაზტრანსგაზში“ მიაჩნიათ, რომ 2009 წელს, "ყაზტრანგაზ-თბილისის" სპეციალური მმართველის დანიშვნით, დაირღვა "ყაზტრანგაზის", როგორც უცხოელი ინვესტორის უფლებები, რადგან დანიშვნის შემდეგ კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" საქმიანობაში ფაქტობრივად ვეღარ მონაწილეობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ "ყაზტრანსგაზ-თბილისში" ჩადებული ინვესტიცია 130 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)