2021-02-17 13:23:24, 644 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი საკუთარ სუვერენიტეტზე თავდასხმას არ დაუშვებს
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი საკუთარ სუვერენიტეტზე თავდასხმასა და საპარლამენტო არჩევნებში გარე ჩარევას არ დაუშვებს.
"ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ დავიცვათ საზოგადოების არჩევანი და არ დავუშვათ ნებისმიერი გარე ჩარევის მცდელობა. ჩვენ არ შეგვიძლია და არ დავუშვებთ, რომ რუსეთის სუვერენიტეტს დაესხნენ თავს", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 2021 წელის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან