2021-02-17 11:02:04, 421 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე პროცესი ჩაინიშნა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ჩაინიშნა.
სასამართლო პროცესი დღეს, 16:00 საათზე გაიმართება, სადაც სასამართლო ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს პატიმრობით შეცვლაზე იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს გუშინ მიმართა.
ამასთანავე, გუშინ საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან