|
2021-02-16 17:10:11, 563 ნახვა
საზოგადოება
NGO-ები ქობულეთში არასრულწლოვანის თვითმკვლელობის საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ
არასამთავრობო ორგანიზაციები ქობულეთში 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. როგორც NGO-ების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეცდომაა აღნიშნულ საქმეზე სსკ 140-ე მულით საქმის აღძვრა, რაც სრულწლოვანის მიერ 16 წელს მიუღწეველთან თანხმობით განხორციელებულ სექსუალურ კავშირს მოიცავს. არასამთავრობო ორგნიზაციები ხელისუფლებას თხოვნით მიმართავენ, რომ საქმე გაუპატიურების მუხლად გადაკვალიფიცირდეს. "2020 წლის ივნისში და დეკემბერში 13 წლის გოგო მასზე 10 წლით უფროსმა მამაკაცმა გააუპატიურა. დეკემბერში საქმეზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ დამნაშავე პასუხისგებაში არ მიცემულა. 2021 წლის 9 თებერვალს 14 წლის გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვნეს. სამართალდამცავებმა მამაკაცი მხოლოდ ამ ფაქტის შემდეგ დააკავეს. გოგონას მამა გარდაცვლილი ჰყავდა, დედა საზღვარგარეთ მუშაობდა და იგი ბაბუასთან იზრდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგო ბაბუისგან ძალადობის მსხვერპლი იყო, ხოლო ბიძებმა, როცა გაუპატიურების შესახებ შეიტყვეს, აღნიშნული ბავშვს დააბრალეს და სასტიკად სცემეს. ამას ადასტურებს გოგონას ბაბუის კომენტარიც, რომელმაც განაცხადა, რომ არასრულწლოვანმა თავის მოკვლით გაუპატიურება, ანუ მისი "დანაშაული"გამოისყიდა. ასევე, იკვეთება, რომ მამაკაცი გოგონას ქორწინებას ჰპირდებოდა, რათა სქესობრივ კავშირზე მოტყუებით დაეყოლიებინა. იმის მიუხედავად, რომ საქმეში არასრულწლოვნის გაუპატიურება ცხადად იკვეთება, პროკურატურამ ბრალი პირს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით წაუყენა, რაც სრულწლოვნის მიერ 16 წელს მიუღწეველთან თანხმობით განხორციელებულ სექსუალურ კავშირს ნიშნავს. თანხმობის მხოლოდ ტექნიკურ დაფიქსირებას არ აქვს სამართლებრივი ძალა. სტამბოლის კონვენციის 36-ე მუხლის თანახმად, თანხმობა უნდა იყოს თავისუფალი და პირის ნების თავისუფალი გამოხატვის შედეგი, რაც უნდა შეფასდეს გარემომცველი გარემოებების გათვალისწინებით. გაუპატიურებაზე მიუთითებს არასრულწლოვნის მოწყვლადობა და დამნაშავის მიერ მისი მდგომარეობის ექსპლოატაცია, რაც გამორიცხავდა თანასწორი, თანხმობაზე დაფუძნებული ურთიერთობის არსებობას: მსხვერპლის ასაკი (13 წელი) და მოძალადესა და მსხვერპლს შორის მნიშვნელოვანი ასაკობრივი განსხვავება (10 წელი); ზემოხსენებული გარემოებები გამორიცხავს არასრულწლოვნის თავისუფალ და ნებაყოფლობით თანხმობას. თუმცა, ასეთი შემთხვევების თანხმობად ავტომატური მიჩნევა და ქალების და გოგოების მძიმე გამოცდილების უგულებელყოფა სამართალდამცავ და მართლმსაჯულების ორგანოებსა და საზოგადოებაში გავრცელებული პრაქტიკაა. საზოგადოება კვლავ სასტიკია მსხვერპლი ქალების და გოგოების მიმართ და ამ შემთხვევაშიც გაკიცხა არასრულწლოვანი გოგო, რომელიც მარტო აღმოჩნდა ძალადობის პირისპირ, მამაკაცი ნათესავები კი, გარდაცვალებამდე, მას სასტიკად, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამასთანავე, აღნიშნული შემთხვევაც მიუთითებს, რომ საგამოძიებო უწყება სექსუალური ძალადობის დასადასტურებლად ითხოვს მტკიცებულებების ხისტ, შეუსაბამოდ მაღალ და დისკრიმინაციულ სტანდარტს, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს ამგვარი დანაშაულების უდიდეს უმეტესობაში დამნაშავის დასჯის შესაძლებლობას.პირი გოგონას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში დააკავეს, რითაც კიდევ უფრო აშკარა ხდება, რომ საგამოძიებო უწყებას სავარაუდო დამნაშავის პასუხისგებაში მისაცემად საკმარისი მტკიცებულებები არასრულწლოვნის მიერ სავარაუდო სუიციდის ჩადენამდეც ჰქონდა. ამ განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები ვუერთდებით კამპანიას #პროტესტის100დღე, ვიზიარებთ მათ მიერ დაყენებულ მოთხოვნებს და დამატებით მოვუწოდებთ ხელისუფლებას: საქმეზე შეიცვალოს კვალიფიკაცია და გამოძიება წარიმართოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით – იმ დაშვებით, რომ ადგილი ჰქონდა გაუპატიურებას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; გამოძიება ჩატარდეს ყოვლისმომცველად და სათანადოდ შეისწავლოს არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური და ფიზიკური ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტები, მათ შორის, გამოძიება უნდა დაინტერესდეს გოგონას განზრახ მკვლელობის ან გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის თაობაზე გავრცელებული ვერსიით. ასევე, გამოძიებამ უნდა გამოავლინოს დანაშაულის შეუტყობინებლობის ან/და დაფარვის შესაძლო შემთხვევები, ხოლო პროკურატურამ უზრუნველყოს ყველა შესაბამისი პირის პასუხისგებაში მიცემა; შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებული სქესობრივი დანაშაულების მუხლები და თავისუფალი და ნებაყოფლობითი თანხმობის არარსებობა გახდეს მათი ცენტრალური ასპექტი; გაუმჯობესდეს კოორდინაცია სახელმწიფო უწყებებს შორის არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის საქმეებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი დროული გამოვლენა, ფაქტის შესაბამისი ორგანოებისთვის შეტყობინება, მყისიერი რეაგირება და ბავშვის მდგომარეობაზე შემდგომი ზედამხედველობა, მათ შორის, ბავშვისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდება. ამ მიზნით, სახელმწიფომ გააგრძელოს ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის შექმნაზე, ე.წ. „ბარნაჰუსის მოდელზე” ინტენსიური მუშაობა; კვალიფიკაციისა და მგრძნობელობის ამაღლების მიზნით, განხორციელდეს გამომძიებელთა, პროკურორთა, მოსამართლეთა, სოციალურ მუშაკთა და ყველა იმ პირთა ინტენსიური სწავლება, რომლებსაც არასრულწლოვანთა სექსუალური ძალადობისგან დაცვისა და დახმარების ვალდებულება აქვთ. გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებთან ინტენსიური და ეფექტიანი მუშაობის მიზნით; შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზებული დანაყოფი, რომელიც განახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას სექსუალური ძალადობის საქმეების გამოძიებაზე. შესწავლილი იქნეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც გამოიჩინეს სამსახურებრივი გულგრილობა ნინის საქმის მიმართ,"-ნათქვამია განცხადებაში. ხელმომწერი ორგანიზაციები: კავშირი "საფარი" ადამიანის უფლებათა ცენტრი ქალთა ფონდი საქართველოში ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი ქალთა საკონსულტაციო ცენტრი "სახლი" ასოციაცია "მრავალეროვანი საქართველოს ქალები" კავშირი "მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება"
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)