05:42 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-16 16:41:55, 544 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის დელეგაცია გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანრძლივებას ეუთოში განცხადებით გამოეხმაურა

ევროკავშირის დელეგაცია განცხადებით გამოვიდა 2021 წლის 11 თებერვალს  ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, სადაც  გაიმართა მსჯელობა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების საკითხზე. 

ევროკავშირის გაცხადებაში კვლავ გამოხატულია საქართველოს მხარდაჭერა და  ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნა.

„ჩვენ განვაგრძობთ სხვადასხვა ფორმატების გამოყენებას საქართველოში ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის საკითხების განსახილველად. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს და დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ახალი პროვოკაციული ნაბიჯებისაგან, რაც კიდევ უფრო გაამძაფრებს ადგილზე არსებული ისედაც მყიფე უსაფრთხოებას და ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

ამ კონტექსტში, ევროკავშირი ასევე ახსენებს რუსეთის ფედერაციას  „საქართველო  რუსეთის წინააღმდეგ" საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების ფარგლებში მის პასუხისმგებლობას" - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics