05:42 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-16 10:57:22, 535 ნახვა

პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - მოვუწოდებ საბოტაჟის რეჟიმში მყოფ ოპოზიციონერებს მობრძანდნენ კომიტეტზე და დასვან კითხვები

მოვუწოდებ საბოტაჟის რეჟიმში მყოფ ოპოზიციონერებს მობრძანდნენ კომიტეტზე და დასვან კითხვები, - ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე გააკეთა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს განიხილავს.

მისი თქმით, პოლიტიკოსებმა უნდა გამოიყეონ ის ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომელიც აქვთ მინიჭებული.

„მე ვხედავ დარბაზში ოპოზიციონერ კოლეგებს, კომიტეტზე წარმოდგენილი არიან „მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები“. მოვუწოდებ სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც სამწუხაროდ არიან საბოტაჟის რეჟიმში, მობრძანდნენ კომიტეტზე და დასვან შეკითხვები, თუკი რაიმე შეკითხვები აქვთ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებთან. სწორედ პოლიტიკოსებმა ამ შემთხვევაში კომიტეტის წევრებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ის ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომელიც ჩვენ გვაქვს მონიჭებული, უნდა გამოვიყენოთ სრულად. ამიტომ ვიმედოვნებ, თუკი მათ აქვთ სურვილი, ყველა საკითხი რაც მათ აინტერესებთ, პასუხი მიიღონ, უნდა მოვიდნენ პარლამენტში, იქნება ეს თავად ნიკანორ მელია, თუ იქნებიან ეს სხვა პარლამენტის წევრები, რომლებიც საბოტაჟის რეჟიმში არიან და არ შემოდიან. მათ სრული უფლება აქვთ დაესწრონ კომიტეტის სხდომებს და დასვან შეკითხვა. ამიტომ ეს კარი მათთვის ღია. ჩვენ ველოდებით თუკი მათ აქვთ რეალური ინტერესი საკითხის გარკვევის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics