23:55 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-06 14:11:30, 676 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია: თბილისობაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდება ქალაქის ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის კონცეფციაზე

თბილისობა 17-18 ოქტომბერს გაიმართება, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მანვე აღნიშნა, რომ თბილისობის პროგრამა,   ძალიან საინტერესო გამოვიდა, რომელიც საზოგადოების ფართო ჩართულობის შედეგად მომზადდა.

"17-18 ოქტომბერს გაიმართება თბილისობის ტრადიციული დღესასწაული, მნიშვნელოვანი დღესასწაული და შესაბამისად, ჩვენ წელს საინტერესო პროგრამა გავაკეთეთ,   საზოგადოების მაქსიმალურად ფართო ჩართულობით მოხდა პროგრამის მომზადება. ამაზე ღია კონკურსი გქვონდა გამოცხადებული და საუკეთესო წინადადებები იქნა შერჩეული და მასზე დაყრდნობით მომზადდა თბილისობის პროგრამა" ,-განაცხადა დავით ნარმანიამ და აქვე დასძინა, რომ წლევანდელ თბილისობაზე გასართობი ღონისძიებები როგორც პატარებისთვის, ასევე დიდებისთვის იქნება.

 "იქნება როგორც პატარებისთვის გასართობი ღონისძიებები, ასევე დიდებისთვის იქნება სხვდასხვა მნიშვნელოვანი კულტურული შემეცნებითი გასართობი ღონისძიებები. ძირითადი აქცენტი და პათოსი თბილისის, როგორც ეკოლოგიურად მდგრადი და სუფთა ქალაქის კონცეფციაზე  იქნება გაკეთებული. საკმაოდ ბევრ სტუმარს ველოდებით. ჩამოდიან უცხოელი სტუმრებიც, დელეგაციები. დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანი დარჩება კმაყოფილი", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics