|
2015-10-06 13:46:50, 486 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი გაეროში ობამას გამოსვლით უკმაყოფილოა
„როდესაც პრეზიდენტ ობამას გამოსავლას ვუსმენდი, მინდოდა, რომ რუსეთთან პოლიტიკის კონტექსტში საქართველოც ყოფილიყო ნახსენები“, - ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროში ბარაკ ობამას გამოსავლა. მინისტრის განმარტებით, ობამამ უკრაინაზე, იქ არსებული საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე გაამახვილა ყურადღება. თუმცა, კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ საერთაშორისო ასპარესზე საქართველოს თემა უფრო აქტუალური იყოს. „მგონია, ამერიკის პოლიტიკური დღის წესრიგში საქართველოს საკითხი საკმაოდ აქტუალურად დგას და ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენი თემის აქტუალიზაცია არის დაბალი. მე ალბათ პრეზიდენტს ობამას გამოსვლაში საქართველოს არხსენებაში იმ მიზეზებს მოვუძებნიდი, რომ უკრაინა გაცილებით უფრო ცხელი წერტილია, იქ საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. თუმცა, გარკვეული თვითკრიტიკა მეც გამიჩნდა ამ მიმართულებით და ამას არ დავმალავ. ალბათ, მომავალში გაცილებით მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოს თემა იყოს მუდმივად აქტუალური, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის კუთხით არესბული პრობლემებიდან გამომდინარე, ასევე იმ ჰუმანიტარული სიტუაციიდან, რომელიც ჩვენს კონფლიქტურ რეგიონებში არსებობს. მე ვერ ვიგრძენი ამერიკის ხელისუფლების პირებთან შეხვედრისას, მათ შორის როცა შედგა სამხრივი შეხვედრა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მონაწილეობით, რომ ჩვენი თემა რაიმე კუთხით არის უფრო ნაკლებად აქტუალური. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, როცა ობამას გამოსვლას ვუსმენდი, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მინდოდა, რომ საქართველოც ყოფილიყო ნახსენები რუსეთის სამეზობლო პოლიტიკის კონტექსტში“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)