2021-02-15 13:26:26, 510 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში კორონავირუსის 14 207 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 394 პაციენტი
რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის ინფიცირების 14 207 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გასულ დღე-ღამეში, ქვეყანაში ვირუსით კიდევ 394 ადამიანი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსის 4 086 090 შემთხვევაა დადასტურებული, 3 607 036 გამოჯანმრთელებული, 80 520 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან