04:43 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-15 13:02:40, 1024 ნახვა

საზოგადოება
ბინები დღიურად

არსებობს მომენტები როდესაც დაგეგმილად თუ მოულოდნელად გვჭირდება ადგილი სადაც ერთი ღამით მაინც დარჩები. ქალაქიდან ქალაქში მგზავრობისას, თუ გადაწყვეტილი გაქვთ არ იჩქაროთ და მოგზაურობით მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ, სანამ დანიშნულების ადგილზე ჩახვალთ დიდი ალბათობით ერთი ღამით მაინც გაჩერდებით სხვა ქალაქში, ან სულაც გადაწყვეტილი გაქვთ ფესტივალზე დასწრება, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება, თქვენ კი ახლოს დასარჩენი ადგილი არ გაქვთ, ან სულაც კურორტზე გადაწყვიტეთ დასვენება სულ რომ ორი დღითაც მოგიწიოთ წასვლა, აუცილებლად დაგჭირდებათ ბინა, სადაც დარჩებით. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, არსებობს შესაძლებლობა მოძებნოთ ბინები დღიურად და აირჩიოთ ყველაზე სასურველი.

ბინის ქირაობისას არსებობს გამოწვევები და რისკები, რომ შერჩეული ბინა შენ მოლოდინს ვერ გაამართლებს. ასეთ დროს, თუ არ გეზარება, სჯობს რამდენიმე ვარიანტი მაინც განიხილო და მფლობელს გაესაუბრო, რათა შესაბამისი მოლოდინი შეიქმნა. ბინები დღიურად მუდმივად ხელმისაწვდომია, რადგან ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა ამ მხრივ, რაც ნიშნავს, რომ არჩევის შესაძლებლობაც გაქვს.

გასათვალისწინებელი დეტალებია - ფასი, მდგომარეობა და ლოკაცია, რაც ერთმანეთთან ყოველთვის კავშირშია. ფასი უმეტესად დამოკიდებულია რა უბანშია ბინა და იმატებს მისი მდგომარეობის მიხედვით. ამიტომ, პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ მდებარეობას, სად გსურთ ქირაობა, შემდეგ განსაზღვრეთ საშუალო ფასი, დაახლოებით რა დიაპაზონში მერყეობს ფასები შერჩეულ უბანში, ბოლოს კი გაფილტრეთ მდგომარეობით. სასურველია თუ ყურადღებას იმ ბინებზე გაამახვილებთ, რომლის სურათიც ხელმისაწვდომია. გაზაფხულის დადგომასთან ერთად იწყება მზადება ზაფხულისთვის, ვაწყობთ ჩვენს გეგმებს და განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტებს, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ხშირად სასურველი ბინის პოვნაა, ამიტომ სტატიაში მოგიყვებით როგორ და სად შეიძლება იქირაოთ ბინები დღიურად საჭიროების შემთხვევაში.

ყველაზე მნიშვნელოვანი უშუალოდ ის საიტია, სადაც განთავსებულია ბინები, რადგან თუ სანდოობით სარგებლობს, ეს ნიშნავს, რომ კმაყოფილი მომხმარებლების რიცხვი საკმაოდ ბევრია. ასეთი ტიპის ვებ გვერდია Dgiurad.ge, სადაც შესაძლებლობა გაქვთ იქირაოთ ბინები დღიურად სხვადასხვა ქალაქებში, მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია საიტზევე და ისარგებლოთ კომფორტული მომსახურებით. ვებ გვერდზე განთავსებულია საკმაოდ ბევრი ბინა და დამატებულია თითქმის ყველა ქალაქი. არჩევანი მხოლოდ თქვენზეა სად გსურთ დარჩეთ, სტანდარტულ სასტუმროში, ოჯახური ტიპის სასტუმროში თუ ცალკე ბინის ქირაობა გსურთ.

არჩევისას შეეცადეთ რამდენიმე ვარიანტი განიხილოთ, შემდეგ კი გაესაუბრეთ უშუალოდ მფლობელს, გამოკითხეთ ბინის მდგონარეობის შესახებ, განიხილეთ დეტალები და აირჩიეთ ყველაზე სასურველი. როგორც წესი, ბინების ღირებულება გარეუბანში შედარებით ნაკლებია, თუმცა მდგომარება ლოკაციაზე ხშირად არ არის დამოკიდებული და კარგად მოვლილი ბინის არჩევა სრულებით შესაძლებელია. თუ ავტომობილი გყავთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ დაგჭირდებათ საპარკინგე ადგილი. ხოლო თუ მხოლოდ თქვენ არ იქნებით, აუცილებლად გაითვალისწინეთ ის ფაქტორი, რომ შეიძლება ამის გამო პრობლემა შეგხვდეთ, რადგან მეპატრონეების უმეტესობა პრიორიტეტს ანიჭებს იმას, რომ წვეულება არ მოაწყოთ მეგობრებთან ერთად. გაითვალისწინეთ, ბინას ზუსტად ისეთივე მდგომარეობაში აბარებთ, როგორ მდგომარეობაშიც დაგხვდათ, ამიტომ თუ გადაწყვიტეთ დაბადების დღე მეგობრებთან აღნიშნოთ, ამის შესახებ აუცილებლად აცნობეთ მეპატრონეს და მოელაპარაკეთ პირობებზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics