05:00 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-15 12:24:54, 619 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - კობახიძის, კალაძის, მურუსიძის და გავრილოვის დასაჭერი ნამდვილად არ ვარ, მიკვირს რატომ ბაქიბუქობენ

ვთქვი, რომ არ გადავიხდი გირაოს და ვერ დამიჭერთ, ვინ აღმოჩნდა მართალი, მე თუ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერები? - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ მისი დაჭერის თავი არ აქვს და ტყუილად ბაქიბუქობენ.

„მივმართავ ივანიშვილის გუნდს, მის დეპუტატებს, მურუსიძეებს და ჩინჩალაძეებს. ხომ იძახეს თქვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომ მელია გირაოს გადაიხდის, გადაიხდისო დაზუთხულივით. 3-4 დღე ამაზე საუბრობდა კალაძე, კობახიძე, თალაკვაძე, გახარია და ყველა. ხომ არ გადავიხადე გირაო? ვთქვი, რომ არ გადავიხდი გირაოს და ვერ დამიჭერთ. ვინ აღმოჩნდა მართალი, მე თუ თქვენი პოლიტიკური ლიდერები „ქართულ ოცნებაში“? - მე. ამიტომ, როდესაც ვამბობ, რომ ვერ დამიჭერთ, ვის უნდა დავუჯეროთ? თქვენს პოლიტიკურ ლიდერებს კი არა, უნდა დავუჯეროთ მელიას, რადგან ემპირიული გამოცდილებაა.

მელიას იცით რატომ ვერ დაიჭერენ? იმიტომ, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. კობახიძე, კალაძე, მურუსიძე, გავრილოვის დასაჭერი ნამდვილად არ ვარ. ვერ დამიჭერენ. ძალიან მიკვირს რატომ ბაქიბუქობენ იმ საკითხზე, რისი თავიც არ აქვთ. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ამისი თავი არ აქვთ, ვერ დამიჭერენ. ამ საქმეზე აბსურდული პრეცედენტებია დაშვებული. საკმარისია ეს საქმე სტრასბურგამდე ჩავიდეს და მოგებული იქნება. თუ ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე ფიქრობს, რომ გავრილოვის გამო შეიძლება ვინმე დაიჭირონ, ასეთ მოქალაქეს არც მინდა რომ ვიცნობდე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics