2021-02-15 08:54:55, 466 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 109 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 109 მილიონს გადააჭარბა.
ამის შესახებ ინფორმაციას Worldometers ავრცელებს.
მათი მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე მსოფლიოში „კოვიდ19“-ით სულ 2.4 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 81 მილიონ პირზე მეტი გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში, ინდოეთში, ბრაზილიაში, რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში ფიქსირდება.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან