2021-02-14 00:31:09, 694 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ ჯაფარიძის ბარში შრომის ინსპექცია მივიდა
ზურაბ ჯაფარიძის ბარში შრომის ინსპექცია მივიდა.
შრომის ინსპექციის წარმომადგენლები პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერის მიერ გახსნილ ბარში პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მივიდნენ.
მათ ბარში შეკრებილ მოქალაქეებსა და ზურაბ ჯაფარიძეს შიდა ტერიტორია დაატოვებინეს.
ამ დროისთვის უცნობია დააჯარიმეს თუ არა „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, თუმცა ბარი „ჯაფარასთან“ მუშაობას აგრძელებს.
ადგილზე რჩებიან სამართალდამცავები და შრომის ინსპექციის თანამშრომლები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,