|
2021-02-13 13:06:40, 619 ნახვა
სამართალი
ნათია თურნავა - შეთანხმების ამოქმედება არის შესაძლებლობა, ევროკავშირში ჩვენი საექსპორტო პოტენციალი გაიზარდოს
„თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც ჩვენ და ჩვენი გარკვეული ბიზნესები 4 წელია ველოდებოდით," - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ე.წ. დიაგონალური კუმულაციის მექანიზმის ამოქმედების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება თურქეთიდან იმპორტირებული ინდუსტრიული ნედლეულის საფუძველზე დამზადებული პროდუქცია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნას შეტანილი ევროკავშირის ბაზარზე. აღნიშნული განცხადება მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. „შეთანხმების ამოქმედება მნიშვნელოვანია ისეთი დარგებისთვის, რომლებიც სამრეწველო წარმოებისთვის თურქეთიდან შემოსულ ნედლეულს იყენებენ. საუბარია არასასურსათო წარმოებაზე, როგორიცაა ტექსტილი, სამკერვალო ინდუსტრია, ავეჯის, პლატმასისა და საშენ მასალების წარმოება და სხვ," - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ტექტილის მიმართულებთ დაახლოებით 80 მლნ დოლარით მეტი პროდუქცია, რომელიც ნაწარმოები იქნება თურქული ნედლეულით, შეიძლება გავიდეს ევროკავშირში და ისარგებლოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით. მინისტრის ინფორმაციით, „შეთანხმების რატიფიკაცია განსაკუთრებით გაუხარდა სამკერვალო ინდუსტრიას, რომელიც საქართველოში ბევრ ადამიანს ასაქმებს. ეს არის შესაძლებლობა, ევროკავშირში ჩვენი საექსპორტო პოტენციალი გაიზარდოს. დარჩენილია მცირეოდენი ფორმალობა და აღნიშნული მექანიზმი ამოქმედდება."
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)