2021-02-13 12:13:44, 528 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში კორონავირუსის 14 861 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 502 პაციენტი
რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 14 861 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გასულ დღე-ღამეში კიდევ 502 ადამიანი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსის 4 057 698 შემთხვევაა დადასტურებული, 3 577 907 გამოჯანმრთელებული, 79 696 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან