2021-02-12 19:00:42, 586 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - ვაპირებ, რომ აქტიურ პოლიტიკაში დავრჩე
„ვაპირებ, რომ დავრჩე აქტიურ პოლიტიკაში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
როგორც ის ამბობს, ამ ეტაპზე რომელიმე თანამდებობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული.
„მე ასეთი გადაწყვეტილება არ მიმიღია. გავაგრძელებთ განახლების საკითხზე მუშაობა. ვაპირებ, რომ დავრჩე აქტიურ პოლიტიკაში. არანაირი გადაწყვეტილება რომელიმე თანამდებობასთან დაკავშირებით ახლა მიღებული აღ მაქვს. ჩემი აზრით ეს დამოკიდებულია სტრატეგიასთან“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან