04:20 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-12 15:13:29, 632 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ნიკა მელია ვერ ჩამოყალიბებულა გადაიხადოს თუ არა გირაო, რაღაცას წვალობს

ეს უტიფარი განცხადებები, რომელიც დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლის მხრიდან მოვისმინეთ, ყოვლად მიუღებელია, - ასე ეხმაურება თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის დაკისრებული გირაოს გადახდის საკითხს.

მისი თქმით, მელია ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბებულა უნდა გადაიხადოს თუ არა დაკისრებული გირაო.

„ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც იმართება კანონებით. შესაბამისად, ყველა ის მოქალაქე, რომელიც ღიად აცხადებს, რომ არ ემორჩილება კანონს და სახელმწიფო ინსტიტუტებს, აქ პასუხი ძალიან მარტივია. სახელმწიფო მოქმედებს კანონების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ეს უტიფარი განცხადებები, რომელიც ჩვენ ამ დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლის მხრიდან მოვისმინეთ, ყოვლად მიუღებელია. რაღაცას წვალობს ბატონი მელია. როგორც ჩანს, ვერ ჩამოყალიბებულა უნდა გადაიხადოს თუ არ უნდა გადაიხადოს გირაო, ნაკლებად საინტერესოა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დაკისრებული გირაოს თანხის გადახდის ვადა დღეს ეწურება. მას 2020 წლის 20 ივნისს, საკანონმდებლო ორგანოსთან განვითარებული მოვლენების დროს „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას“ ედავებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics