2021-02-12 15:05:43, 518 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ კახიძე - „ევროპულ საქართველოში“ ვრჩები, არსად არ მივდივარ
„ „ევროპულ საქართველოში“ ვრჩები, არსად არ მივდივარ“, - ამის შესახებ ოთარ კახიძემ განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, გავრცელებული ინფორმაცია მისი „ევროპული საქართველოდან წასვლის შესახებ, ჭორია.
„მე „ევროპულ საქართველოში“ ვრჩები. არსად არ მივდივარ. ეს ხმები იყო რაღაც ჭორების შედეგი. არის საუბრები, რომ იყოს გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები. ეს პარტიიდან წასვლას არ ნიშნავს, ეს გულისხმობს თანამდებობრივ ცვლილებებს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან