04:20 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-12 13:00:12, 550 ნახვა

პოლიტიკა
​მოზარდებზე ზრუნვის კუთხით, სისტემა უკიდურესად გულგრილია - NGO-ები ქობულეთში არასრულწლოვანის თვითმკვლელობაზე

არასამთავრობო ორგანიზაციები ქობულეთში 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეს ეხმაურებიან და მოუწოდებენ სახელმწიფო უწყებებს, დროულად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი.

როგორც NGO-ების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების ფარგლებში დროულად უნდა იყოს შესწავლილი ყველა შესაძლო ორგანოს ან თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა, ვისაც მსხვერპლის მიმართ მხარდაჭერისა და მის მიმართ ჩადენილი დანაშაულზე გამოძიების წარმოების ვალდებულება ჰქონდა.

ამასთანავე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმეში ჩანს ქალთა მიმართ ძალადობის უმძიმესი სოციალური პრაქტიკები და საპოლიციო და სოციალური ინსტიტუცების დანაშაულებრივი გულგრილობისა და არაეფექტიანობის ნიშნები.

ამასთან, აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთი უმძიმესი გამოვლინებაა არასრულწლოვნებთან მიმართ სახელმწიფოს უმოქმედობისა, რომლისთვისაც არასრულწლოვნის ინტერესები არ არის უპირველესი საზრუნავი მართლმსაჯულების სისტემაში და წამოწყებული არაერთი რეფორმის მიუხედავად,  მოზარდთა საჭიროებები მუდმივად უგულებელყოფილია. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს არასრულწლოვნების მხარდაჭერის და დაცვისსპეციალური მიდგომები გამოძიების პროცესში, იგი საკუთარ როლს ვიწროდ პასუხისმგებელი პირის გამოვლენაში ხედავს. გარდა ამისა, არ არსებობს ქმედითი დაცვისა და დახმარების სერვისები, რომელიც მისაწვდომი იქნება, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. დღეს არსებულ კოორდინატორების სამსახურებს პროკურატურის სისტემაში და შსს-ში რესურსების ნაკლებობა აქვთ და სათანადო სერვისებს ვერ სთავაზობენ ძალადობა გამოვლილ ქალებსა და გოგონებს. 

ამასთანავე, NGO-ები აცხადებენ, რომ არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის არაერთი ტრაგიკული შემთხვევის მიუხედავად, სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარიის ყურადღება ეთმობა ზოგადად სუიციდის პრევენციის სტრატეგიის შემუშავებას.

არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის არაერთი ტრაგიკული შემთხვევის მიუხედავად, სახელმწიფოს არსებული პოლიტიკის რადიკალური ცვლილებების ნება არ გამოუვლენია, სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ყურადღება ეთმობა ზოგადად სუიციდის პრევენციის სტრატეგიის შემუშავებასა და იმპლემენტაციას. სისტემა უკიდურესად გულგრილი რჩება მოზარდებზე ზრუნვის პოლიტიკის, სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავების კუთხით. 

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, ეფექტიანად, ჯეროვნად და დროულად იყოს გამოძიებული ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის, ისევე როგორცმის მიმართ სექსუალური ძალადობის ეპიზოდები და საზოგადოებას რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების დინამიკისა და შედეგების შესახებ.

ამასთან, NGO-ები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, საზოგადოების მაღალი ჩართულობით გააანალიზოს არასრულწვლოვანთა მართლმსაჯულების პოლიტიკაში არსებული ფუნდამენტური ხარვეზები და სხვადასხვა უწყებების კოორდინირებით შეიმუშავოს სტრატეგია დასამოქმედო გეგმა, რომელიც არსებულ გამოწვევებს უპასუხებს.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით 23 წლის კაცი დააკავეს. ბრალდებულის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც 16 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული. როგორც ცნობილია, პოლიციამ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება დააგვიანა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, 2006 წელს დაბადებულ გოგონასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics