2021-02-12 12:28:33, 1205 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში შტორმისა და ტორნადოს შედეგად, 16 ადამიანი დაშავდა
თურქეთში ტორნადომ საკურორტო ქალაქ ჩეშმეს გადაუარა. იზმირის პროვინციაში შტორმისა და ტორნადოს შედეგად, 16 ადამიანი დაშავდა.
აღნიშნულს შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, სანაპიროს მდებარე ტერიტორიაზე სახლები, ავტომობილები და კატარღები დაზიანდა.
ზარალი ამ დრომდე უცნობია.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან