2021-02-12 11:14:37, 453 ნახვა
მსოფლიო
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გასულ დღე-ღამეში, ქვეყანაში ვირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსის 168 830 შემთხვევაა დადასტურებული, 160 838 გამოჯანმრთელებული, 3 138 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან