|
2021-02-12 10:36:49, 377 ნახვა
საზოგადოება
MAN TGX – 2021 წლის საუკეთესო სატვირთო ავტომობილად დასახელდა!
ახალი MAN TGX „2021 წლის საუკეთესო სატვირთო მანქანაა“ (ITOY). ITOY (წლის საუკეთესო საუკეთესო სატვირთო მანქანა) ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემიაა კომერციული ტრანსპორტის სექტორში. ვირტუალური ცერემონიის დროს, ITOY-ს პრეზიდენტმა ჯანენრიქო გრიფინმა ეს საპატიო პრიზი საზეიმოდ გადასცა MAN Truck & Bus-ს გენერალურ დირექტორს - ანდრეას თოსთმანს. ITOY-ს ჟიური 24 ჟურნალისტისგან შედგება, რომლებიც ევროპის 24 წამყვან ჟურნალს წარმოადგენენ სატვირთო ავტომობილების დარგში. ჟიურიმ ერთხმად აღიარა ახალი MAN TGX, როგორც განსაკუთრებულად ნოვატორული სატვირთო მანქანა მართვის კომფორტის, სამუშაო და საცხოვრებელი პირობების, უსაფრთხოების, საწვავის ეკონომიურობის, მობილურ აქსესუარებთან თავსობადობის, ინოვაციური სერვისების, და მართვის სისტემის კონტროლის ფილოსოფიის თვალსაზრისით. „ისეთი პრესტიჟული ჯილდო, როგორიც არის “წლის საუკეთესო სატვირთო მანქანა“ MAN-ს მთელი კოლექტივის მიერ გაწეული უდიდესი შრომის და ძალისხმევის ნათელი დადასტურებაა. ხუთ წელზე მეტია, რაც ჩვენი გუნდი ერთი კონკრეტული მიზნისკენ მიისწრაფოდა: შეგვექმნა საუკეთესო სატვირთო მანქანა მძღოლებისთვის და ჩვენი მომხმარებლებისთვის. ეს საპატიო ჯილდო კი უბრალოდ ადასტურებს, რომ ჩვენი მიზანი მიღწეულია,” ამაყად განაცხადა MAN Truck & Bus-ს გენერალურმა დირექტორმა ანდრეას თოსთმანმა ჯილდოს გადაცემის ვირტუალურ ცერემონიაზე. “მძღოლის კომფორტის, საწვავის ხარჯის ეფექტურობის, მობილურ აქსესუარებთან თავსობადობის და ადამიანსა და მანქანას შორის ინტერფეისის კუთხით MAN TGX წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია. ამიტომ, სულაც არ არის გასაოცარი, რომ ახალი მოდელი MAN 2021 წლის საუკეთესო სატვირთო ავტომანქანად დასახელდა. ეს არის მომავლის მანქანა, რომელიც სრულად პასუხობს დღევანდელი და ხვალინდელი დღის სატრანსპორტო საჭიროებებსაც,” განაცხადა ITOY-ს პრეზიდენტმა ჯანენრიკო გრიფინმა ჯილდოს გადაცემის ცერემონიალზე ჟიურის წევრების ვერდიქტის შეფასებისას. MAN Truck and Bus SE-ის ოფიციალურ იმპორტიორს საქართველოში წარმოადგენს კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“. „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ დაარსდა 2006 წელს და სპეციალიზირდება სატვირთო ავტომობილების, სამშენებლო ტექნიკის, ავტობუსების, მუნიციპალური და სხვა სახის სპეც-ტექნიკის რეალიზაციისა და რეალიზაციის შემდგომი საგარანტიო მომსახურების სფეროში.
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)