|
2021-02-12 10:02:07, 780 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა დღეს ეწურება
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დაკისრებული გირაოს თანხის გადახდის ვადა დღეს ეწურება. როგორც მელიამ გუშინ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის გირაოს გადახდას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 2020 წლის 20 ივნისს, საკანონმდებლო ორგანოსთან განვითარებული მოვლენების დროს „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, სასამართლომ მელიაზე ელექტრონული მონიტორინგი დააწესა. ნიკა მელიამ 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური საჯაროდ მოიხსნა. აღნიშნულის გამო პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების მოთხოვნით მიმართა. სასამართლომ მელიას გირაოს თანხა 40 000 ლარით გაზარდა და გადახდის ვადად 50 დღე განუსაზღვრა. გირაოს გადახდისთვის განკუთვნილი ვადის ამოწურვის შემდეგ პროკურატურამ ნიკა მელიას ერთკვირიანი ვადა მისცა. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი სასამართლოს მისი პატიმრობის მოთხოვნით მიმართავს.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)