2021-02-11 23:04:27, 626 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთში „ბი ბი სი ვორლდ ნიუსი“ აიკრძალა
ჩინეთში „ბი ბი სი ვორლდ ნიუსი“ აიკრძალა.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ბრიტანეთმა ჩინეთის ტელევიზიებს ლიცენზია შეუჩერა.
გადაწყვეტილების მიღების მიზეზად კი რეგულაციების დარღვევა დასახელდა, „ბი ბი სი ვორლდ ნიუსზე“ გასული სიახლეები ზიანს აყენებდა ჩინეთის ეროვნულ ინტერესებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,