2021-02-11 22:20:06, 568 ნახვა
კომენტარი
მეუფე ვახტანგი მელაშვილზე თავდასხმაზე - ეს უკვე დანაშაულია და სამართალდამცავებისგან რეაქცია უნდა მოჰყვეს
„ეს უკვე დანაშაულია და სამართალდამცავებისგან რეაქცია უნდა მოჰყვეს“, - ამის შესახებ მიტროპოლიტმა, მეუფე ვახტანგმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს არის სახალხოდ შეურაცხყოფა და ეს არ უნდა ხდებოდეს.
„ეს უკვე დანაშაულია, არ უნდა ხდებოდეს, ეს რას ჰგავს, ეს არის ძალიან ცუდი და მიუღებელი. ეს არის შეურაცხყოფა სახალხოდ.
ამის უფლება არავის უნდა ჰქონდეს და ამაზე უნდა იფიქროს სამართალდამცავებმა, რაღაც რეაქცია უნდა მოჰყვეს“, - განაცხადა მეუფე ვახტანგმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,