2021-02-11 11:18:43, 437 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქოში მღვდელმთავრები იკრიბებიან
საპატრიარქოსთან, სადაც 12:00 საათზე სინოდის სხდომა უნდა დაიწყოს, წმინდა სინოდის წევრები, მღვდელმთავრები იკრიბებიან.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც სინოდის სხდომაზე იმსჯელებენ ვაქცინაციაა.
„ბუნებრივია მაქვს აზრი იმის შესახებ, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და ასე დარჩება. ალბათ, სინოდის წევრებიც შესაძლოა ასე ფიქრობდნენ. იმიტომ რომ ეს ყველაზე კარგი გადაწყვეტილება, რომელიც ჯანმომ მიიღო“, - აცხადებს სინოდის წევრი.
ცნობისთვის, საპატრიარქოსთან, სადაც წმინდა სინოდის წევრები იკრიბებიან, პროტესტის ნიშნად აქციას მართავს დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან