2021-02-10 18:29:01, 580 ნახვა
სამართალი
საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული უკრაინის 2 მოქალაქე და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი პატიმრობაში რჩებიან
სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული უკრაინის 2 მოქალაქე და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების განხილვა მოხდა.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობები აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან