03:32 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-10 13:34:56, 442 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძის განცხადებით, „ევროპულ საქართველოში“ სტრუქტურულ ცვლილებებზე მსჯელობა მიმდინარეობს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე, პარტიის შიგნით სტრუქტურულ გადაადგილებაზე საუბრობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიაში მიდის მსჯელობა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის სტრუქტურული ცვლილებები უნდა მოხდეს პარტიაში.

„პოლიტიკურ პარტიას, ისე როგორც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს, მუდმივად სჭირდება განახლება და დღეს საზოგადოების განწყობა არის ძალიან მკაფიო, რომ არა მხოლოდ „ევროპული საქართველოსგან“, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრისგან, საზოგადოება ელოდება სიახლეებს, ელოდება ახალ ხედვას და განახლებას.

აქედან გამომდინარე, „ევროპულ საქართველოშიც“ მიდის მსჯელობა, თუ რა ტიპის სტრუქტურული ცვლილებები უნდა მოხდეს პარტიაში და როგორი უნდა იყოს სამომავლო გეგმები, ეს მსჯელობა ჯერჯერობით მიმდინარეობს, ამიტომ მე დღეს ვერ დაგიდასტურებთ ვერანაირ გადაწყვეტილებას პერსონალური ან საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ.

უახლოეს დღეებში, კვირის ბოლომდე, საზოგადოებას ეცოდინება ყველა დეტალი, მათ შორის პირად გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც, მაგრამ ის რაც დღეს შემიძლია ხაზგასმით ვთქვა, არის ის, რომ როგორიც არ უნდა იყოს შიდა პარტიული გადალაგება ამ შემხვევაში, ის გავლენას არ მოახდენს საერთო ოპოზიციონირებაზე ოპოზიციის  საერთო ამოცანებთან დაკავშირებით, კერძოდ, მხედველობაში მაქვს ოპოზიციის მიმდინარე ბრძოლა, პარლამენტის ბოიკოტი და პარლამენტში არ შევლის ნიშნად დაწერილი განცხადებები, ვერანაირი შიდა პარტიული გადანაწილება ამ პრინციპულ საკითხზე გავლენას ვერ მოახდენს და ვერ შეცვლის, ბოიკოტი დარჩება ძალაში, „ევროპული საქართველო“ დარჩება ოპოზიციურ ფლანგზე, ვიმეორებ, როგორი იქნება კონკრეტული გადანაწილება პარტიის შიგნით იმ ხედვების და სიახლეების გათვალისწინებით რაც გვინდა, უახლოეს სამ დღეში საზოგადოება  გაიგებს ყველაფერს“, - განაცხადა ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics