23:55 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-05 17:14:10, 540 ნახვა

საზოგადოება
მოსიარულე ნაღმები და მერიის პასუხისმგებლობა, - სპეციალისტები თბილისის მიკროავტობუსებზე

მოსიარულე ნაღმები, - ასე აფასებენ თბილისის მიკროავტობუსებს სპეციალისტები. ტრასნპორტისა და გზების ასოციაცია თბილისის მიკრო ავტობუსებთან დაკავშირებით კვირის ბოლოს განცხადებას გააკეთებს და მოითხოვს იმ საფრთხეების აღმოფხვრას, რაც სამარშრუტო ტაქსებთან არის დაკავშირებული.

დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატების“  წევრის შალვა ოგბაიძის მტკიცებით, ყვითელ მიკროავტობუსებში ამჟამად გაზია დამონტაჟებული,  რაშიც პასუხისმგებლობას კომპანია „თბილისის მიკროავტობუსებთან ერთად“, მერიასაც აკისრებს.

„ ეს არის დანაშაული. მიკროავტობუსი, რომ აფეთქდეს, პასუხისმგებლობა დაეკისრება თბილისის მმართველობას, იმ რგოლს, ვინც ნებართვა გასცა, რა თქმა უნდა უნდა გააკონტროლოს მერიამ.

დოკუმენტები მოვიძიე თუ როგორ ამოიღეს დიზელის ძრავი და ჩადგეს ელიავას ბაზრობაზე გადაყრილი ბენზინის ძრავი, მერე ქვემოდან როგორ ამოუყენეს ორი ბალონი, გადაიყვანეს გაზზე და როგორ გასცა ცნობა გურჯაანის რაიონში, სოფელ ჭადარში რეგისტრირებულმა რომელიღაცა ფირმამ“, - აცხადებს  შალვა ოგბაიძე.

ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილიც იმ რისკებზე საუბრობს, რაც მიკრო ავტობუსს ახლავს თან.

 „მთლიანად კუსტარულად არის გადაკეთებული და არის სიცოცხლისთვის საშიში. ძრავები შეუცვალეს. დაშლილებში, ელიავას ბაზრობაზე შეიძინეს და მერსედესის ძრავები სხვა მარკის მანქანაზე თანაც გარე ძარაზე (ავტომობილის კატეგორია) დააყანეს, რაც არის პირდაპირ ფეთქებად საშიში. ესენია მოსიარულე ნაღმები.

ქალაქ თბილისის მერმა თქვა, რომ დარღვეული არ არის სტანდარტი, რაც სიცრუეა. ძალიან საშიშია პირდაპირ შეიძლება ითქვას. ჩვენ მოვითხოვთ დადგეს ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც რეაგირებას არ ახდენს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის ამორტიზებული. ჩვენ გვიკვირს, რომ მერია არანაირ ზომებს არ მიმართავს“, - აღნიშნა დავით მესხიშვილმა.

წინა რესპონდენტის მსგავსად, ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარე ამაში კომპანია „თბილისის მიკრო ავტობუსის“ გარდა, ქალაქ თბილისის მერიასაც ადანაშაულებას და „ექსპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ პასუხისგმებლობა ორივე მხარეს ეკისრება.

 „ტრანსპორტის საქალაქო სამსახური არის ზედამხედველი და პასუხისმგებელი მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანაზე. იმაზე, რომ „თბილისის მიკრო ავტობუსი“ არ ასრულებს პირობებს და კერძოდ უსაფრთხოების ზომებს არ იცავს, თბილისის მერიამ რეაგირება  უნდა მოახდინოს, თუმცა მერია პასუხისმგებლობას გაურბის.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ 100 %-დან 15-20% გადაყვანილია გაზზე. მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება“, - განმარტა მესხიშვილმა. 

"ექსპრესნიუსი" თბილისის მერიისა და "თბილისის მიკროავტობუსების" წარმომადგენლებსაც დაუკავშირდა, მათ განმარტებებსაც უახლოეს წუთებში შემოგთავაზებთ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics