03:32 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-10 11:24:29, 531 ნახვა

პოლიტიკა
ქართული მხარე ევროკავშირთან 2021-2027 წლების ფინანსური დახმარების საკითხს განიხილავს

ქართული მხარე ევროკავშირთან 2021-2027 წლების ფინანსური დახმარების საკითხს განიხილავს.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„9 თებერვალს გაიმართა მოლაპარაკებების გახსნითი შეხვედრა, რომელსაც  საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ევროპული მხრიდან, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი კარლ ჰარცელი.

აღნიშნული კონსულტაციების ფარგლებში განიხილება ევროკავშირის ფინანსური დახმარების მომავალი (2021 - 2027) პრიორიტეტები, რომლებიც საფუძვლად დაედება მომავალში ევროკავშირის დაფინანსებით  კონკრეტული პროექტების და პროგრამების განხორცილებას.

თემატური სესიების დროს ყურადღება გამახვილდება ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორებიცაა  ეკონომიკა და ვაჭრობის განვითარება (DCFTA), ბიზნესის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობა, ინდუსტრია, მომსახურება, მცირე და საშუალო მეწარმეთა მხარდაჭერა, მომხმარებელთა დაცვა და ქალთა ჩართულობა ბიზნესში. კავშირები (ტრანსპორტი, ენერგეტიკა და გაციფრულება), მწვანე ეკონომიკა და საგზაო უსაფრთხოება; განათლების ხარისხის გაზრდა და საერთაშორისო განათლებასთან ხელმისაწვდომობა; ციფრული ინფრასტრუქტურა და ციფრული ეკონომიკა; კანონის უზენაესობა და მდგრადი  ინსტიტუტები; გარემო და კლიმატი; საზოგადოების ჩართულობა და დემოკრატია.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი გამოყოფს მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ფარგლებში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად. აღნიშნული დახმარების  ფარგლებში  2014-2020 წლებში, ორმხრივ ფორმატში ფინანსური დახმარების ოდენობამ 750 მილიონი ევრო შეადგინა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics