|
2021-02-09 22:42:50, 735 ნახვა
კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის ელჩი მექრთამე და კორუფციონერია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო უკრაინული ინტერესების დაცვასთან
„უკრაინის ელჩი მექრთამე და კორუფციონერია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო უკრაინული ინტერესების დაცვასთან“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მან ასევე აღნიშნა, რომ დოლგოვი პოროშენკომ მის წინააღმდეგ დანიშნა და ზელენსკის დროს ადგილი შეინარჩუნა. „საქართველოში უკრაინის ელჩი, ბატონი დოლგოვი, რომელიც ოთხი წლის წინ პოროშენკომ დანიშნა ჩემ წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი მიზნით, გადარჩა ზელენსკის დროს და განაგრძობს საქართველოსა და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინის იმიჯის შელახვას. ეს სწორედ ის დოლგოვია, რომელიც პოროშენკოს გუნდთან უნისონში მუშაობდა, რომ უკრაინელი სახალხო დეპუტატები არ გამგზავრებულიყვნენ, როგორც დამკვირვებლები, საქართველოში გასული წლის ოქტომბრის არჩევნებზე. დღეს ის მრისხანე რიტორიკით დამატყდა მე თავს იმის გამო, რომ მე ვიბრძვი ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის. თურმე, ეს აზიანებს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს. უკვე მრავალი თვეა, ორი უკრაინელი კაპიტანი დიაჩენკო და ხომიჩი, ასევე უკრაინული წარმომავლობის ქართველი მიხაილ ბატურინი ჰყავს უკანონო ტყვეობაში ქართულ ხუნტას, რომელმაც, როგორც სომალელმა მეკობრეებმა, დაიჭირა ისინი ზღვაში და ცდილობს, რამე აღიარება გამოსძალოს. ბატონმა დოლგოვმა თითიც კი არ გაანძრია, რათა აღეკვეთა და შეეჩერებინა საქართველოს ხელისუფლების უკანონო ქმედებები და შემოიფარგლა მხოლოდ კონსულის ფორმალური გაგზავნით სხდომაზე და პროკურატურაში. ახლა ის ბედავს ამგვარი განცხადებების გაკეთებას. ვეუბნები მას, როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქეს. მიმაჩნია, რომ ის ღრმად კორუმპირებულია. მიმაჩნია, რომ უკრაინის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს და მე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ასეთი ელჩები არ ჰყავდეს არც უკრაინას და არც საქართველოში. მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან. ჩემი ღრმა რწმენით, ეს ელჩი მექრთამე და კორუფციონერია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო უკრაინული ინტერესების დაცვასთან, როგორც ეს კარგად აჩვენა ოდესელი მეზღვაურების კონკრეტულმა შემთხვევამ და რომელიც უკვე დიდი ხანია, მჭიდროდ არის დაკავშირებული ქართველი ჩინოვნიკების მრავალ ადგილობრივ კორუმპირებულ ინტერესთან. სამწუხაროდ, ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინის ამ კონკრეტულ ელჩს, არამედ მთელ მსოფლიოში უკრაინის საკმაოდ ბევრ დიპლომატს, რაც უკრაინული დიპლომატიის ეფექტიანობის შემცირების, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაში უკრაინის პოზიციების დისკრედიტაციის და შესუსტების პირდაპირ პროპორციულია. დოლგოვი მადანაშაულებს იმაში, რომ მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს პროტესტის გამოხატვისა და „უკანონო“ დემონსტრაციებისკენ და ეს ელჩი წარმოადგენს ქვეყანას, რომელმაც გადაიტანა ორი მაიდანი, რომლებზეც უკრაინელმა ხალხმა გამოხატა პროტესტი გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ?! ის ჩვეულებრივი საბჭოთა ფუნქციონერია, რომელიც რატომღაც შეიპარა და მოხვდა მაიდანის შემდგომ უკრაინელ ჩინოსნებს შორის. ამ სამარცხვინო ელჩის ვიდეოინტერვიუ დღეს გაავრცელა საქართველოს მთავრობამ, რომელსაც „გაზპრომის“ უმსხვილესი კერძო აქციონერი ივანიშვილი მართავს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)