2021-02-09 18:56:09, 502 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის საელჩომ Twitter-ს ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამინისტროს „ოფიციალური“ გვერდის გაუქმება მოსთხოვა
უკრაინის საელჩომ Twitter-ს ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამინისტროს „ოფიციალური“ გვერდის გაუქმება მოსთხოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„აშშ-ში უკრაინის ელჩმა ვოლოდიმირ იელჩენკომ Twitter-ის ხელმძღვანელობას შესაბამისი ოფიციალური წერილი-მიმართვა გაუგზავნა.
ყირიმში რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების საჯარო გვერდების იარლიყი ნამდვილად არ შეიძლება იყოს როგორც ოფიციალური და ლეგიტიმური“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,