2021-02-09 16:26:43, 499 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი - შევისწავლით ნავალნის მოწამვლის საკითხს და სათანადოდ ვიმოქმედებთ
„შევისწავლით ნავალნის მოწამვლის საკითხს და ვიმოქმედებთ სათანადოდ“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება არღვევს კონვენციას ქიმიური იარაღის აკრძავის შესახებ.
„ქიმიური იარღის გამოყენებით ნავალნის მკვლელობის მცდელობა არღვევს კონვენციას ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ.
ჩვენ შევისწავლით ამ საკითხს და როდესაც გვექნება შედეგები, სათანადოდ ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ რუსეთს ნავალნის დაკავების გამო სანქციებს დაუწესებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,