07:50 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-09 14:57:01, 525 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენის აპარატმა ფონიჭალაში, 11 და 15 წლის ბავშვების ნიშნობის საქმეზე მოკვლევა დაიწყო

სახალხო დამცველის აპარატმა ფონიჭალაში, სავარაუდოდ, 11 და 15 წლის ბავშვების ნიშნობის საქმეზე მოკვლევა დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ქორწინების იძულების აღკვეთასა და ბავშვის საუკეთესო ინტერესის უგულებელყოფის შემთხვევის შესწავლას.

„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო მოკვლევა სოციალურ ქსელში გავრცელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით. კერძოდ, 2021 წლის 8 თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო მასალა, სადაც ასახულია არასრულწლოვანი გოგოს ნიშნობა. საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოიპოვეს დამატებითი ინფორმაცია, რის შესახებაც დაუყოვნებლივ მოხდა სამართლდამცავი უწყების ინფორმირება.

სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ ხშირია ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინება, ასევე, ნიშნობის მანკიერი პრაქტიკა. საქართველოს სახალხო დამცველის შესწავლილი საქმეები მიუთითებს, რომ აღნიშნულ შემთხვევებს უმეტესად იძულებითი ქორწინების ფორმა აქვს და თავისუფლების უკანანო აღკვეთის ან მშობელთა შორის გარიგების შედეგია. სახელწიფოს მიერ ამ მიმართულებით, მათ შორის, პრევენციის მიზნით გადადგმული ნაბიჯები, სათანადოდ არ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს.

საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სამართალდამცავი უწყების და ბავშვზე ზრუნვის ორგანოს მხრიდან აღნიშნულ ფაქტზე მყისიერ რეაგირებას, ქორწინების იძულების აღკვეთასა და ბავშვის საუკეთესო ინტერესის უგულებელყოფის შემთხვევის შესწავლას. აუცილებელია არასრულწლოვანთან და მის ოჯახთან მუშაობა. ამასთან, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საზოგადოებასთან მუშაობა ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების დანაშაულებრივი ფაქტების პრევენციისა და  ცნობიერების ამაღლების მიზნით“, - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

ცნობისთვის, ფონიჭალაში 11 და 15 წლის ბავშვების ნიშნობის შესახებ ინფორმაცია  სოციალურ ქსელში გავრცელდა. შსს-მ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics