2021-02-09 12:42:39, 507 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდგადატანილი პაციენტების ვაქცინაცია 2-3 კვარტალში მოხდება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაინც საჭიროა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ვისაც ახალი გადატანილი აქვს ვირუსი, მათ არ შესთავაზებენ ვაქცინას, თუმცა კოვიდგადატანილებს მოუწევთ 2-3 კვირაში ვაქცინის გაკეთება.
"ვისაც კორონავირუსი გადატანილი აქვს, მათ ვაქცინა მაინც სჭირდებათ, თუმცა ჩვენი პროტოკოლის თანახმად, პერიოდი დადასტურებიდან ვაქცინაციამდე უნდა იყოს სამი თვე, ანუ, ვისაც ახალი გადატანილი აქვს ვირუსი, მათ ჩვენ არ შევთავაზებთ ვაქცინაციას, შესაბამისად, მათ მოუწევთ 2-3 კვარტალში ვაქცინაცია", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან