2021-02-09 11:17:57, 355 ნახვა
მსოფლიო
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გარდა ამისა, გასულ დღე-ღამეში, ქვეყანაში ვირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსის 168 300 შემთხვევაა დადასტურებული, 160 169 გამოჯანმრთელებული, 3 126 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან