2021-02-09 10:20:25, 470 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში კორონავირუსის 8 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 8 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში ვირუსით კიდევ 103 პირი გარდაიცვალა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსით სულ 2,52 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, მათგან გარდაცვლილია 26 900, ხოლო გამოჯანმრთელებულია 2,44 მილიონი პაციენტი.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან