2021-02-08 20:50:17, 666 ნახვა
მსოფლიო
გერმანიამ, პოლონეთმა და შვედეთმა რუსეთის სამი დიპლომატი გააძევა
გერმანიამ, პოლონეთმა და შვედეთმა რუსეთის სამი დიპლომატი გააძევა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები ავრცელებენ.
უწყებების ცნობით, ეს იყო საპასუხო ნაბიჯი, რაც კრემლმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ კრემლმა ქვეყნიდან სამი ევროპელი დიპლომატი გააძევა, მოსკოვმა აღნიშნა, რომ გერმანელი, პოლონელი და შვედი დიპლომატები ანტისამთავრობო აქციებზე იღებდნენ მონაწილეობას და ეს დაუშვებელია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,