19:51 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-08 15:07:59, 719 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვში 23 თებერვალს ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი მასშტაბური აქცია გაიმართება

ლიბერტარიანულმა პარტიამ მოსკოვის მერიაში განაცხადი შეიტანა, რომ 23 თებერვალს ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი მასშტაბური აქცია გამართოს. აღნიშნულის შესახებ პარტიის პრესსპიკერმა ალექსანდრ გუდმა სოციალურ ქსელში დაწერა.

პარტიის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნისა და სხვა პოლიტპატიმრების მხარდამჭერი აქცია 11 ლოკაციაზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც გასული წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ალექსეი ნავალნი აეროპორშივე დააკავეს და მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ, ე.წ „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის ბრალდებით ის 2,5 წლით დააპატიმრა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics