2021-02-08 13:59:40, 436 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე - თუ კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა, საქართველოში კულტურას პერსპექტივები გაუჩნდება
თუ კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა, საქართველოში კულტურას პერსპექტივები გაუჩნდება, - აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს.
მისი თქმით, თეა წულუკიანი ამ თანამდებობაზე საუკეთესო კანდიდატია.
„იმ შემთხვევაში, თუ კი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული ნამდვილად ძალიან დიდი პერსპექტივები გაუჩნდება კულტურას საქართველოში. ვინაიდან ვთვლი, რომ ის არის საუკეთესო კანდიდატი, რომელიც შეძლებს, რომ ნებისმიერ სფეროში დიდი წარმატება განაპირობოს“, - განაცხადა სარჯველაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან