2021-02-08 11:10:50, 417 ნახვა
მსოფლიო
სომხეთში კორონავირუსის 89 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 89 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გარდა ამისა, გასულ დღე-ღამეში, ქვეყანაში ვირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსის 168 177 შემთხვევაა დადასტურებული, 159 876 გამოჯანმრთელებული, 3 123 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან