|
2021-02-07 17:02:37, 622 ნახვა
საზოგადოება
ილია ელოშვილი - კონსტიტუციის ქუჩაზე არსებული შენობის პრივატიზაცია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულთა დახმარების მიზნით მოხდა
თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, კონსტიტუციის ქუჩა #6-ში მდებარე შენობის პროვატიზაციის მიზანი სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულთა დახმარებაა. როგორც მერის მოადგილემ განმარტა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება ბიზნესმენ თემურ უგულავას 1 ლარად გადაეცა საპრივატიცაზიო პირობებით, რომლის თანახმად, კომპანია ვალდებულებას იღებს, „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულება 18.5 მლნ ლარით დააფინანსოს. „კონსტიტუციის ქუჩაზე მდებარე ქონება - მიწა და შენობა-ნაგებობები მერიას კერძო კომპანიისგან "ცენტრ პოინტის" დაზარალებულების დაკმაყოფილების მიზნით საპრივატიზაციოდ გადაეცა და შესაბამისად, პრივატიზაცია მოხდა კანონის სრული დაცვით. პრივატიზაციის ერთ-ერთი პირობაა, რომ ამ ტერიტორიაზე არ აშენდება კორპუსები და განვითარდება რეკრეაციული სივრცე - ეს იქნება გასართობი, დასასვენებელი ადგილი. მთავრობის დადგენილებით, ინვესტორის მიერ გამოყოფილი 18,5 მლნ ლარი უნდა მოხმარდეს „ცენტრ-პოინტის“ დაზარებულების პრობლემის მოგვარებას. მოგეხსენებათ, „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულია 6 500 ოჯახი, აქედან 4 000 ოჯახი ცხოვრობს გაუსაძლის პირობებში. მათ ნაწილობრივ აუშენეს სახლები და ეს მშენებლობები არ დაასრულეს. შესაბამისად, იქ შეუძლებელი იყო ინვესტორის ან რაიმე კომერციული შინაარსის გამოძებნა. ამიტომ ჩვენ, მერიამ გადავწყვიტეთ, რომ მოგვეძიებინა თანხები და ამ ადამიანებისთვის შეგვექმნა ცხოვრების პირობები. პროექტი ჯდება დაახლოებით, 40 მლნ ლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები, რომლებიც წარმოუდგენლად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, მიიღებენ სრულფასოვან კორპუსებს და ამით მათი ცხოვრების ხარისხი გაცილებით გაუმჯობესდება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ამ პრივატიზაციის მიზანი არის საუკუნის პრობლემის უდიდესი ნაწილის მოგვარება, რასაც ჰქვია დაუსრულებელი მშენებლობები და „ცენტრ-პოინტი“. არ შეიძლება“, - განაცხადა ილია ელოშვილმა. რაც შეეხება სპორტსმენებს, რომლებიც მერიის კუთვნილ აღნიშნულ შენობაში ვარჯიშობდნენ, მერის მოადგილე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ აშენებულ ახალ, მულტიფუნქციურ კომპლექსებში ჭიდაობისთვის განსაკუთრებული სექციებია გათვალისწინებული, სადაც სპორტსმენებს გაცილებით უკეთეს პირობებში შეუძლიათ ვარჯიში. „ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ ნებისმიერი სპორტის წარმომადგენელს და მათ შორის, მოჭიდავეებს. ჩვენ ვაშენებთ ახალ მულტიფუნქციურ სპორტულ კომპლექსებს, სადაც ჭიდაობისთვის განსაკუთრებული სექციებია გათვალისწინებული. თუკი ისინი მოგვმართავენ და სურთ, რომ ასეთი კარგი აქტივობით დაკავდნენ, ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ. გარდა ამისა, არსებობს ჭიდაობის ფედერაცია, რომელთანაც ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. დარწმუნებული ვარ, მიმართვის შემთხვევაში, ჭიდაობის ფედერაცია მათ არ დატოვებს უყურადღებოდ“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)