03:31 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-05 18:03:46, 787 ნახვა

სამართალი
ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საბჭომ 2021-2022 წლების ანტინარკოტიკული სამოქმედო გეგმა და ნარკომანიის პრევენციის სტრატეგია დაამტკიცა

5 თებერვალს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი უძღვებოდა. სხდომაზე  2021-2022 წლების ანტინარკოტიკული სამოქმედო გეგმა და ნარკომანიის პრევენციის ერთიანი სტრატეგია დამტკიცდა. 

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიმართა. ბექა ძამაშვილმა ისაუბრა დაბალანსებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის მნიშვნელობაზე. მან ყურადღება გაამახვილა ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დაფუძნების მნიშვნელობასა და მის საქმიანობაზე. ცენტრის ფუნქცია საქართველოში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო-პრაქტიკული მეთოდოლოგიების დანერგვა, საერთაშორისო დონეზე შესაბამის ორგანიზაციებთან ინფორმაციის გაცვლა და ანგარიშგების წარმოებაა.

ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე  სამდივნომ სამი მნიშვნელოვანი დოკუმენტი წარედგინა. ერთ-ერთი მათგანი ნარკოვითარების 2019 წლის ეროვნული ანგარიშია, რომელიც ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა პირველად, დაფუძნებიდან ერთი წლის თავზე, შეიმუშავა და რომელიც  ქვეყანაში 2019 წლის განმავლობაში გატარებული ღონისძიებებისა და დანერგილი პრევენციის, მკურნალობა-რეაბილიტაციის, ზიანის შემცირების პროგრამების თაობაზე მონაცემებს მოიცავს. ეს არის სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პირველი სამთავრობო დოკუმენტი, რომელიც ნარკოვითარების ანგარიშს წარმოადგენს. ანგარიში მომზადებულია ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) დადგენილი სტანდარტით და მოიცავს ინფორმაციას „EMCDDA"-ს ხუთი საკვანძო ეპიდემიოლოგიური ინდიკატორის თაობაზე.

საბჭოს სხდომაზე, ასევე, წარმოდგენილ და დამტკიცებულ იქნა 2021-2022 წლების ანტინარკოტიკული სამოქმედო გეგმა და ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის სტრატეგია 2021-2026 წლებისათვის. პრევენციის სტრატეგიის ერთიანი დოკუმენტი პირველია, რომელიც სახელმწიფო დონეზე ნარკოპრევენციის ერთგვაროვანი სტანდარტების დანერგვის მიზნით მომზადდა და გრძელვადიანი შედეგების მიღწევაზეა ორიენტირებული.

ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების,  აკადემიური წრის წარმომადგენლები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics