2015-01-05 17:44:12, 532 ნახვა
სამართალი
6 თვის წინ გაუჩინარებული დავით ბაშარული გარდაცვლილი იპოვეს
ოკუპირებული ახალგორიდან 6 თვის წინ გაუჩინარებული 19 წლის დავით ბაშარული გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივებმა ის სოფელ იკოთთან ახლოს ხეზე ჩამოკიდებული ნახეს.
ცნობისთვის, დავით ბაშარული 4 ივნისს ახალგორის მილიციის თანამშრომლებმა განყოფილების შენობაში წაიყვანეს, რის შემდეგაც ის აღარავის უნახავს. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბაშარულს განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან